ლიხტენშტაინის პარლამენტის თავმჯდომარე: შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე საქართველოზე ვისაუბრეთ, როგორ ცდილობთ, გახდეთ ევროკავშირის წევრი, ჩვენ მხარს დაგიჭერთ

შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე საქართველოზე ვისაუბრეთ, როგორ ცდილობთ, გახდეთ ევროკავშირის წევრი, რამდენადაც შევძლებთ, ჩვენ მხარს დაგიჭერთ ,- ამის შესახებ ლიხტენშტაინის სამთავროს პარლამენტის თავმჯდომარე, ალბერტ ფრიკსი აცხადებს.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა.

„ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები და უკეთ გავიცანით ერთმანეთი. ბევრი ვისაუბრეთ საქართველოს თაობაზე და როგორ ცდილობთ, გახდეთ ევროკავშირის წევრი. ვთქვი, რომ ამ საქმის გაკეთებაში დაგეხმარებით, რამდენადაც შევძლებთ, მხარს დაგიჭერთ, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ.

საქართველოს დელეგაციას საშუალება ექნება, გაეცნოს ჩვენს ქვეყანას, იმას, როგორ მუშაობს ჩვენი პარლამენტი. ასევე კულტურული ღონისძიება გვექნება ეროვნულ მუზეუმში და ამის შემდეგ გავაგრძელებთ ჩვენს დისკუსიას. დელეგაციის ვიზიტი ხანმოკლეა და დროს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ შეხედულებები გავცვალოთ“, – განაცხადა ალბერტ ფრიკსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები