ბექა დავითულიანი – “ვეტინგზე”: არავის მივცემთ ინსტრუმენტს, რომლითაც ზეგავლენას მოახდენენ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე
არავის მივცემთ ინსტრუმენტს, რომლითაც ზეგავლენას მოახდენენ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა “ვეტინგზე” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით,„ვეტინგი“ სასამართლოზე ოპოზიციური გავლენების მოსაპოვებლად სურთ”.
“მთლიანობაში, „ვეტინგის“ სისტემა არავის სჭირდება სასამართლოს სისტემის გაუმჯობესებისთვის, არამედ სურთ „ვეტინგის“ სისტემის ინსტრუმენტალიზაცია, სასამართლოზე ოპოზიციური გავლენების მოპოვების ინსტრუმენტად გამოყენება. სასამართლო არის დამოუკიდებელი, თავისუფალი, ის საშუალო ევროპულ რეიტინგშია და თავად ახორციელებს თავისი თავის ზედამხედველობას. არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას მათ საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვთ და არც უნდა ჰქონდეთ. ჩვენ არავის მივცემთ იმ ინსტრუმენტს, რომლითაც ზეგავლენას მოახდენენ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.