რუსეთში სამდღიანი საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო – ამომრჩევლებს თავიანთი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა სამი დღის განმავლობაში, კვირის ჩათვლით ექნებათ.

ამასთან, არჩევნებში ვლადიმირ პუტინის გარდა კიდევ სამი კანდიდატია დარეგისტრირებული: ლეონიდ სლუცკი, ვლადისლავ დავანკოვი და ნიკოლაი ხარიტონოვი. თუმცა, ყველას კარგად ესმის, რომ მიმდინარე არჩევნების შედეგად პუტინი მეხუთე ვადით გაპრეზიდენტდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ამ პოსტზე კიდევ მინიმუმ 2030 წლამდე იქნება.

ცნობისთვის, პუტინის რეალური კონკურენტები არჩევნებში ვერ იღებენ მონაწილეობას, ოპოზიციის ყოფილი ლიდერი – ალექსეი ნავალნი გასულ თვეში გარდაიცვალა, ოპოზიციონერ ვლადიმირ კარა-მურზას სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ბორის ნადეჟდინის კანდიდატურა ცენტრალურმა საარჩევნცო კომისიამ დაბლოკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები