დავით მათიკაშვილი: თემა არსებობდა, რომ უნდა მოეხდინათ ცესკოს თავმჯდომარის დისკრედიტაცია და შემდეგ „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი დაიკავებდა მის თანამდებობას

მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ცდილობდა ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის დისკრედიტაციას.

„არსებობდა თემა, რომ უნდა მოეხდინათ ცესკოს თავმჯდომარის დისკრედიტაცია ცრუ კამპანიებით, შემდეგ მისი ოპოზიციონერი მოადგილე, რომელიც „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრია, დაიკავებდა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობას. ცესკოს ოპოზიციონერ ხელმძღვანელს უნდა ჩაეტარებინა არჩევნები. მაგალითს ვერ მოიტანს ვერც რადიკალური ოპოზიცია და ვერც პრეზიდენტი, რომელმაც ვეტო დაადო საარჩევნო კანონს, რომ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში იყოს ანალოგიური მდგომარეობა საკანონმდებლო სივრცეში“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები