გიორგი კალანდარიშვილი: ცესკოს პროგრესის გადასაფარად, ნეგატიური საინფორმაციო და მადისკრედიტირებელი კამპანიები მიმდინარეობს

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის შეფასებით, ცესკოს გამჭვირვალე საქმიანობასა და ღია პროცედურებთან მიმართებით ობიექტური და არგუმენტირებული კრიტიკა არ არსებობს.

მისივე თქმით, ინსტიტუციის პროგრესის გადასაფარად, ნეგატიური საინფორმაციო კამპანიები მიმდინარეობს.

„ცესკოს გამჭვირვალე საქმიანობასა და ღია პროცედურებთან მიმართებით დღეს არ არსებობს ობიექტური და არგუმენტირებული კრიტიკა და კითხვის ნიშნები.

შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარეობს ნეგატიური საინფორმაციო და მადისკრედიტირებელი კამპანიები კონკრეტული პერსონალების იმისთვის, რომ, ჩვენი ვარაუდით, გადაიფაროს ის პროგრესი, რომელიც დღეს ინსტიტუციას თავისი ღია და გამჭვირვალე საქმიანობით აქვს.

ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება კონკურსების წინ, როდესაც ცესკოს დაკომპლექტების საკითხი შემოდის ხოლმე დღის წესრიგში“, – ამბობს კალანდარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები