გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: ძალიან კარგად იციან, რომ ვერცერთი მათგანი ხუთ პროცენტს ვერ ლახავს, გარდა „ნაცმოძრაობისა“ და ამიტომ აქვთ ეს ჟივილ-ხივილი

ოპოზიციის ფანტაზიები უსაფუძვლოა,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, ოპოზოციამ კარგად იცის, რომ ხუთპროცენტიან ბარიერს  “ნაცმოძრაობის” გარდა ვერც ერთი პარტია გადალახავს.

„ციფრებში რომ მაინც და მაინც ვერ ერკვევა ოპოზიცია, ეს უკვე ვიცით, მაგრამ შევხედოთ, რას ამბობს „ნაციონალური მოძრაობა“ – 40 პროცენტს ვიღებთო. „ლელო“ ამბობს, 40 პროცენტს ჩვენ ვიღებთ და ხელისუფლებაში მოვდივართო. გახარიაც დაახლოებით ამ პროცენტულ ოდენობას ამბობს, ამასვე ამბობს ორი ნიკა და რა გამოდის? ოთხჯერ 40 გამოდის 160. კარგი, მათი გათვლებით, ჩვენ ერთი კაციც არ გვაძლევს ხმას ამ არჩევნებზე, მაგრამ თვითონაც ვერ ინაწილებენ, ეს 160 პროცენტი 100 პროცენტზე როგორ უნდა დაიყვანონ? მათი ასეთი ფანტაზიები ამიტომ არის უსაფუძვლო. ძალიან კარგად იციან, რომ ვერცერთი მათგანი ხუთ პროცენტს ვერ ლახავს, გარდა „ნაცმოძრაობისა“ და ამიტომ აქვთ ეს ჟივილ-ხივილი, ვინ ვისთან დაქორწინდეს მათი პატრონების მეშვეობით. 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის პერსპექტივა ჯერჯერობით 5 ნომრის გარდა, არცერთს აქვს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები