გიორგი კახიანი: კეთილსინდისიერების კომპონენტი ჩვენ გავითვალისწინეთ კონსტიტუციურადაც კი, და ეს კომპონენტი ისედაც სავალდებულოა მოსამართლეებისთვის, ვიდრე ისინი თანამდებობებზე განწესდებიან

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებით, “ვეტინგის” მოთხოვნის უკან სასამართლო ხელისუფლების წმენდის და გავლენის მოხდენის მცდელობა ინიღბება.

მისივე თქმით, კეთილსინდისიერების კომპონენტით მოსამართლეების შემოწმება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის მიხედვით ისედაც ხდება.

,,კეთილსინდისიერების კომპონენტი ჩვენ გავითვალისწინეთ კონსტიტუციურადაც კი, როდესაც ბოლო რეფორმა ხორციელდებოდა და ეს კომპონენტი ისედაც სავალდებულოა მოსამართლეებისთვის, ვიდრე ისინი თანამდებობებზე განწესდებიან.
ამ კომპონენტით მოსამართლეების შემოწმება ისედაც ხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის მიხედვით.

როდესაც დღეს ასეთ მოთხოვნას აყენებენ, რეალურად ასეთი მოთხოვნის უკან ინიღბება მცდელობა სასამართლო ხელისუფლების წმენდის, სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის და დამორჩილებული სასამართლო ხელისუფლების ყოლის“, – განაცხადა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები