ISW: რუსეთმა შესაძლოა, დასავლეთის დახმარების გაჭიანურებით ისარგებლოს და შეტევაზე გადავიდეს
დასავლელი პარტნიორების დახმარების დაგვიანების გამო საბრძოლო მასალის, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის დეფიციტმა შესაძლოა, უკრაინის ამჟამინდელი ფრონტის ხაზი უფრო „მყიფე“ გახადოს.
ამის შესახებ ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები აცხადებენ.
მათი თქმით, უკრაინისთვის პრიორიტეტულმა სექტორებმა, რომლებსაც „ყველაზე მეტად ემუქრება რუსეთის ინტენსიური შეტევა“, შესაძლოა, სხვა წერტილებში შექმნან მოწყვლადი ვითარება.
ამით შესაძლოა, დამპყრობელთა არმიამ ისარგებლოს მოულოდნელი და უეცარი წინსვლისთვის.
ანალიტიკოსების აზრით, ეს საშუალებას მისცემს რუსეთის, სამხედრო სარდლობას თავისი შეხედულებისამებრ გაზარდოს ან შეამციროს ოპერაციების ინტენსივობა ფრონტის ნებისმიერ სექტორზე.
„უკრაინული ძალები, სავარაუდოდ, ცდილობენ, შეამსუბუქონ საბრძოლო მასალის დეფიციტით გამოწვეული პრობლემები და ცდილობენ საბრძოლო მასალის განაწილებას ფრონტის იმ სექტორებში, სადაც უფრო დიდი რუსული შეტევითი ოპერაციები მიმდინარეობს“, – აღნიშნავენ ექსპერტები.