ავსტრიამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
ავსტრიამ რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
როგორც ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გაძევებული დიპლომატების საქმიანობა დიპლომატების სტატუსთან შეუთავსებლობაში იყო.
ავსტრიის საგარეო უწყება დამატებით დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა 19 მარტამდე უნდა დატოვონ.