შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: ბოლო სამი წელია რაც ამ მოწვევის პარლამენტში იმყოფებიან ეს პარტიები, არავის გახსენებია მოქალაქე, მისი სოციალური უფლებები

ბოლო სამი წელია რაც ამ მოწვევის პარლამენტში იმყოფებიან ეს პარტიები, არავის გახსენებია მოქალაქე, მისი სოციალური უფლებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ ახლა წამოწეული სოციალური თემები ძალიან ხელოვნურია.

„ბოლო სამი წელია რაც ამ მოწვევის პარლამენტში იმყოფებიან ეს პარტიები, არავის გახსენებია მოქალაქე, მისი სოციალური უფლებები. სამი წელია მათი სიზმარიც და ცხადიც არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი. ახლა, როდესაც ამ თემებზე დაიწყეს საუბარი, აბსოლუტურად ხელოვნურია. ეტყობათ კიდეც იმ ჭრელ ბანერებზე, რომელსაც ამერიკული გემოვნებით ხატავენ. არანაირი ემოციური კავშირი ამ საკითხებთან არ აქვთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები