მაკა ბოჭორიშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილის შეწყალების მიზნით სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა ხორციელდება

იმ ლობისტური კამპანიების შემხედვარე, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ უკვე ორი წელიწადია, არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილის შეწყალების მიზნით სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა ხორციელდება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ არ ჰგონია “გვარამიას შეწყალებაც მაინც და მაინც სალომე ზურაბიშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო”.

„ჩემს პირად დამოკიდებულებას გეტყვით, რომ არ გამოვრიცხავ არაფერს, ისეთი ტიპის ზეწოლა ხორციელდება თუნდაც სალომე ზურაბიშვილზე. მე არ მგონია, რომ გვარამიას შეწყალებაც მაინც და მაინც სალომე ზურაბიშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო. მგონია, რომ იგივე ხდება სააკაშვილთან დაკავშირებითაც. იმ ლობისტური კამპანიების შემხედვარე, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ უკვე ორი წელიწადია, რა თანხებიც იხარჯება სააკაშვილის გაკეთილშობილებაზე და დემოკრატ ლიდერად წარმოჩენაზე, რა ძალისხმევაც იხარჯება საერთაშორისო არენაზე საქართველოს ხელისუფლებაზე, მათ შორის პრეზიდენტზე ზეწოლის მოსახდენად, ნამდვილად არ გამოვრიცხავ. დღეს სალომე ზურაბიშვილი არის ის თანამდებობის პირი, რომელზეც ეს ძალები შეიძლება იმედებს ამყარებდნენ, რომ ის მოიმოქმედებს რამეს. ამგვარ ზეწოლას ვერ გამოვრიცხავ, თუმცა გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ ეს სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება იქნება, თუ ის სააკაშვილს შეიწყალებს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა “ქრონიკის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები