საქართველოს ეროვნული არქივის IX საერთაშორისო კონფერენცია 10-12 ოქტომბერს გაიმართება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები” მონაწილეობის მსურველთა თეზისების მიღება დაიწყო. ღონისძიება 2024 წლის 10-12 ოქტომბერს გაიმართება.