ალეკო ელისაშვილი: კეზერაშვილი საერთაშორისო მასშტაბის არამზადაა, ძალიან დიდი სიამოვნებით ვინახულებდი მას მატროსოვის ციხეზე
“კეზერაშვილი საერთაშორისო მასშტაბის არამზადაა”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რომ კეზერაშვილს შტატებში არ უშვებენ, გასაკვირი არ არის:
“კეზერაშვილი საერთაშორისო მასშტაბის არამზადაა. მან გაძარცვა ქართული არმია და ძარცვავს მთელს მსოფლიოში მოხუცებს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შემდეგ, კეზერაშვილს არ შეუშვებდნენ შეერთებულ შტატებში. თაღლითებს არ უშვებენ ხოლმე ნორმალურ ქვეყნებში. ჩემი ღრმა რწმენით, მოხდება ის, რომ არამარტო სადღაც არ შეუშვებენ მას, არამედ დააპატიმრებენ. მე ძალიან დიდი სიამოვნებით ვინახულებდი მას მატროსოვის ციხეზე, თვალებში ჩავხედავდი და ვეტყოდი ტკბილ სიტყვებს მის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით,”- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
ცნობისთვის, ფულის გათეთრებაზე ეჭვის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა.