გურამ მაჭარაშვილი: გიგი უგულავა, მგონი, არცერთ პარტიაში არ არის და არც იქნება საინტერესო მისი პოლიტიკური ბოდვები

„ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა.

„გიგი უგულავა, მგონი, არცერთ პარტიაში არ არის და არც იქნება საინტერესო მისი პოლიტიკური ბოდვები. არჩევნების ლეგიტიმურობას რაც შეეხება, უგულავა იქნება თუ ნებისმიერი სხვა, სადაც უნდა იქ ეძებოს, მაგრამ ლეგიტიმაცია საქართველოს საზოგადოებაშია. მთავარია, ხალხმა მისცეს ლეგიტიმაცია საქართველოს პარლამენტში არჩეულ დეპუტატებს და ამის მერე ის დამკვირვებლებიც იტყვიან თავიანთ სიტყვას, რომლებიც მოწვეული იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციებიდან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, უგულავამ განაცხადა: „სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის პრობლემა და ვიდრე ეს პრობლემა იქნება, ყველა ოპოზიციურ პარტიას სულ ამას წამოვაძახებ. აგერ, პროგრამებით ემზადებიან არჩევნებისთვის. ბოდიში მომითხოვია, რომელ არჩევნებზე ვლაპარაკობთ? არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი, თუ მისი მთავარი სუბიექტი მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები