შალვა პაპუაშვილი: ნიადაგს ამზადებენ სააკაშვილის შესაწყალებლად

„ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ ამბობს და სხვები ფარულად, სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა უნდა გაგრძელდესო. სინამდვილეში, ეს ზეწოლა არ არის, ეს არის ერთიანი თამაში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი ფიქრობს, რომ პატიმარი ექსპრეზიდენტის შესაწყალებლად ნიადაგი მზადდება.

„ვფიქრობ, ისინი ნიადაგს ამზადებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მოხდეს. ამაზე მიგვანიშნებს როგორც „ნაცმოძრაობის“ განცხადებები, ასევე ზოგიერთი უცხოელი აქტორის განცხადება, მათ შორის, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია. მზადდება ნიადაგი, რომ ქართველ ხალხს ამ შეწყალების სახით კიდევ ერთი ფარსი დაუდგან და საერთო ჯამში, კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი შემოიტანონ პოლიტიკის რადიკალიზაციაში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები