შალვა პაპუაშვილი: როგორც საქართველო, ასევე აშშ დავით კეზერაშვილს კრიმინალად განიხილავს და ძალიან მძიმეა, რომ ასეთი კრიმინალი ევროკავშირის სივრცეში გადაადგილდება

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიმართ ვიზაზე უარის გაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

“ის, რომ კრიმინალია, ქართული მართლმსაჯულების მიერ არის დადასტურებული, თუმცა, სამწუხაროდ, ეს კრიმინალი თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის სივრცეში. არ ვიცი, ახლა უკვე ევროკავშირის ჯერია. ხედავენ, რომ როგორც საქართველო, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები დავით კეზერაშვილს კრიმინალად განიხილავს და მგონი, ძალიან მძიმეა, რომ ასეთი კრიმინალი გადაადგილდება ევროკავშირის სივრცეში. ეს, კიდევ ერთხელ, გვაფიქრებინებს იმაზე, თუ რა გავლენებია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მეშვეობით. ჩვენ ევროპის პარლამენტის 2022 წლის ივნისის რეზოლუცია გვახსოვს, სადაც დავით კეზერაშვილის სახელი აღმოჩნდა. შემდეგ, ვარკვევთ ხოლმე, როგორ მუშაობენ ლობისტები იმისთვის, რომ ასეთი ჩანაწერები აღმოჩნდეს ამ სახის რეზოლუციებში და პირდაპირ ეჭვი ჩნდება პოლიტიკური კორუფციის”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები