ანრი ოხანაშვილი: შვეიცარიასთან ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია
“პოლიტიკური, ეკონომიკური თვალსაზრისით შვეიცარიასთან ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს შვეიცარიაში განუცხადა.
მისივე თქმით, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ქართული მხარე შვეიცარიაში კონსულტაციებს მართავს.
„ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ შემდგომში ის სფეროები, როგორებიც არის გარემოს დაცვა, ტურიზმი, ეკონომიკური მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განვითარება, კიდევ უფრო გავაღრმაოთ. ჩვენი მიზანია, რომ სწორედ ამ კუთხით შვეიცარიის მხარესთან გვქონდეს შემდგომი თანამშრომლობის შესახებ კონსულტაციები. იმედი გვაქვს, რომ ეს სფეროები კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება.