ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციაზე: მიუხედავად მაკიაჟის ცვლილებებისა, საზოგადოების თვალში არიან “ნაცმოძრაობის” კლონები
მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
ქადაგიშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციაში როგორც უნდა გადაჯგუფდნენ – მაინც “ნაციონალური მოძრაობის” კლონები არიან.
“სახელი რომ არ ახსენო და ცოტა ხანი სახე დაბლარო, ეს ოთხივე ცენტრი აბსოლუტურად ერთსა და იმავეს ლაპარაკობს. მათ შორის შინააარსობრივი განსხვავება არაფერი არაა. გინდა 3, 4, 6 გახდნენ, ეს ადამიანები, მიუხედავად მათი მაკიაჟის ცვლილებებისა, საზოგადოების თვალში არიან “ნაციონალური მოძრაობის” კლონები. ცნობილი იგავი რომ მოვიტანოთ, როგორც უნდა განლაგდნენ ეს მუსიკოსები, ისინი მუსიკას მაინც ვერ დაუკრავენ, რადგან არ არიან მუსიკოსები, არ არიან ახლები”, – აცხადებს ქადაგიშვილი.