მიხეილ დაუშვილი: „ახალს“ დაირქმევენ თუ სხვა რამეს, ჩემთვის ისინი „ნაციონალური მოძრაობაა“
ჩვენთვის „ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი მიმართულებაა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა გვარამია-მელიას გაერთიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გაერთიანებას.
„ჩვენთვის „ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი მიმართულებაა [პარტია „ახალი”]. მელიაზე მეუბნებით, რომ ახალია. მელია, რომელიც რამდენიმე წლის წინ პარლამენტზე შტურმის ორგანიზატორი იყო და ერთ-ერთი ძირძველი „ნაცია”. ამიტომ, „ახალს” დაირქმევენ თუ სხვა რამეს, ეს არსებითი არ არის, ჩემთვის ისინი „ნაციონალური მოძრაობაა”. რაც შეეხება თანამშრომლობას, ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიო და უცვლელია, 2024-ის არჩევნების კონტექსტში ჩვენ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არავითარი ტიპის გაერთიანება და კოალიცია საარჩევნო მიზნებისთვის უბრალოდ, არ გვექნება. მათ შორის, რა თქმა უნდა გვარამია-მელიასთან”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ინფორმაციისთვის, ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ. მათი გაერთიანების სახელწოდებაა “ახალი”.