გიორგი ვოლსკი – კეზერაშვილზე: საუბარი არ არის მხოლოდ ფულის გათეთრებაზე, არის კიდევ სხვა საკითხები, რომლებზეც ძალიან ფართო განხილვა ჰქონდა ბრიტანეთის სახელმწიფო ტელევიზიას

მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ვოლსკი დავით კეზერაშვილთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც აშშ-მა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს ვიზა არ მისცა, ხოლო მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, კეზერაშვილს ვიზაზე უარი ეთქვა, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.

„საუბარი არ არის მხოლოდ ფულის გათეთრებაზე, არის კიდევ სხვა საკითხები, რომლებზეც ძალიან ფართო განხილვა ჰქონდა ბრიტანეთის სახელმწიფო ტელევიზიას. ეს ყველაფერი ერთად არის შეკრებილი და ამასთან დაკავშირებით ვიზის გაცემისგან თავს იკავებს აშშ. სამართლებრივი ნაწილი მოჰყვა როგორც ვიზის პროგრამას, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები