ელენე ხოშტარია მიმართვას ავრცელებს

“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია მიმართვას ავრცელებს და იმ მიზეზებზე წერს, რის გამოც საჯაროდ და აქტიურად არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში.

ხოშტარიას თქმით, იანვრიდან მოყოლებული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. პოლიტიკოსის თქმით, მიუხედავად ამისა, ყველა გადაწყვეტილებას გუნდი შეთანხმებულად იღებს.

“მეგობრებო, ძალიან არ მიყვარს პირადზე საუბარი საჯაროდ, თუმცა, ახლა ჩავთვალე, რომ ჩემი დუმილი რაღაც პერიოდის განმავლობაში არასწორად შეიძლება, იყოს აღქმული.

იანვრიდან მოყოლებული მაქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომელიც არ მაძლევდა საშუალებას, საჯაროდ და აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. რეალურად, ყველა მნიშვნელოვან პროცესში ჩართული ვარ ზურასა და ჩვენ ძვირფას გუნდთან ერთად, ყველა გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ და ერთად ვგეგმავთ, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქ არ ვარ.

წესით, მალე საჯაროდაც დავბრუნდები. იმაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, როგორ განვიცდი, რომ ჯანმრთელობამ ასეთ მნიშვნელოვან დროს მიმტყუნა. თუმცა, იმას კი ხაზგასმით ვიტყვი, რომ ცვლილებებისთვის ბრძოლის შემართება არა თუ არ შემცვლია, გაძლიერებულიც მაქვს იძულებითი შვებულების ფონზე.

ზოგს კი მოკლედ ვეტყვი, ნახევრად ხუმრობით: “ვერ მოგართვით”, – წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები