გია ვოლსკი: რა შანსებიც აქვს “ნაცმოძრაობას”, იმავენაირად შეიძლება, ვისაუბროთ იმ ანასხლეტებზე, რაც “ნაცმოძრაობისგან” იყო ბოლო პერიოდში გამოყოფილი

რა შანსებიც აქვს “ნაცმოძრაობას”, იმავენაირად შეიძლება, ვისაუბროთ იმ ანასხლეტებზე, რაც “ნაცმოძრაობისგან” იყო ბოლო პერიოდში გამოყოფილი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ მელია-გვარამიას გაერთიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნიკა მელია და ნიკა გვარამია პარტიის სათაურით ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ მართლაც რაღაც ახალი შექმნეს. თუმცა, ვოლსკისვე თქმით, ეს ფუჭი მცდელობებია.

“როცა ეცადნენ, რომ საზოგადოების რომელიმე ფენა დაერწმუნებინათ იმაში, რომ ეს არ არის “ნაცმოძრაობა” და არის რაღაც ისეთი წარმონაქმნი, რომელიც უპირისპირდება “ნაცმოძრაობას”, არის მესამე პლატფორმა და ა.შ. ფუჭად აკეთეს ასეთი ხმამაღალი განცხადებები. ახლა ფიქრობენ, რომ იქნებ სათაურით მაინც ჩაუდონ ვინმეს გონებაში, რომ მართლაც რაღაც ახალია. რა შანსებიც აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”, იმავენაირად შეიძლება ვისაუბროთ იმ ანასხლეტებზე, რაც “ნაცმოძრაობისგან” იყო ბოლო პერიოდში გამოყოფილი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები