გიორგი კახიანი: სამწუხაროდ, არახამიას განცხადებებში იმ დამოკიდებულებას ვხედავთ, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებობს

არახამიას განცხადებებში იმ დამოკიდებულებას ვხედავთ, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებობს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინას ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყველანაირად უდგას გვერდით და ხელისუფლება მათი მხარდაჭერისთვის ყველაფერს გააკეთებს.

,,სამწუხაროდ, არახამიას განცხადებებში იმ დამოკიდებულებას ვხედავთ, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებობს. საქართველო უკრაინას ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყველანაირად უდგას გვერდში და ჩვენ მათი მხარდაჭერისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. სამწუხაროდ, მათი მხრიდან ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას ვიღებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში იმ მდგომარეობას ვიზიარებთ, რა მდგომარეობაშიც ისინი არიან. ვხედავთ, უკრაინა რა მძიმე მდგომარეობაშია და, ამიტომ, მათთან ასეთ თემებზე პოლემიკაში შესვლა არ ღირს. ასეთი უსამართლო დამოკიდებულის მიუხედავად, უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ,” – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები