„ქართული ეროვნული კინომემკვიდრეობა“ – ეროვნული კინოცენტრის ახალი ორენოვანი პორტალი შეიქმნა

ეროვნული კინოცენტრი ახალი ორენოვანი პორტალის – „ქართული ეროვნული კინომემკვიდრეობა“ – შექმნის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
„საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 2016 წლიდან ახორციელებს პროექტს – „ქართული კინომემკვიდრეობის დაბრუნება საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც რუსეთის ცენტრალური არქივიდან ჩამოტანილი და აღდგენილია 60-მდე ფილმი, მათ შორის – 1920-30-იან წლებში გადაღებული 31 უხმო კინოსურათი.
ეროვნულმა კინოცენტრმა ერთი წლის მუშაობის შემდეგ შექმნა ახალი ორენოვანი პორტალი – „ქართული ეროვნული კინომემკვიდრეობა“ (https://gnfcheritage.ge/), რომელზედაც ყველასათვის ხელმისაწვდომია 1920-30-იანი წლების ფილმები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები