როდის უნდა გამოვიყენოთ წელის კორსეტები და ქამრები?

წელის ორთოპედიული კორსეტებისა და ქამრების გამოყენება ადამიანებს საგრძნობლად უმსუბუქებს ყოველდღიურობას წელის ტკივილის დროს. ეს პროდუქტები ამცირებს ტკივილის წელის არეში და ხერხემალის ანატომიური ფორმის აღდგენას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მას ატარებენ ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:

● ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიები;

● ზურგის სვეტის დაზიანებები;

● თეთრი ხაზის;

● მალთაშუა დისკის თიაქარი;

● ოსტეოპოროზი;

წელის ტკივილი;

● რადიკულიტი.

წელის კორსეტები და ქამრები არსებობს სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

● წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, გააჩნია პლასტმასის ჩანართები წელის მიდამოში. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელსა და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს. ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.

● თორაკოლუმბალური (გულ-მკედრ-წელის) კორსეტი – დამზადებულია 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ხერხემლის, გულ-მკერდისა და წელის ნაწილების ფიქსაციას. გამოიყენება ხერხემლის მალების მოტეხილობისა და კიფოზის სამკურნალოდ. მას აქვს დამატებითი ღვედები და მეტალის ჩანართები, რომლებიც აძლიერებს ფიქსაციას.

● ჰიპერექსტენზიის კორსეტი – ახდენს ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას მალების კომპრესიული მოტეხილობების დროს. მისი წინა მხარე შედგება ალუმინისაგან, ხოლო უკანა მხარე ლამინირებული პლასტაზოტისაგან. ამ პროდუქტის გამოყენება ეფექტურია რევმატული ტკივილის დროსაც.

ეს პროდუქტი პაციენტებს წელის სხვადასხვა პრობლემის დროს ეხმარება. კორსეტები და ქამრები ხელს უწყობს ხერხემლისა და წელის იმობილიზაციას, რაც წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას უზრუნველყოფს. მათ მომხმარებლები იყენებენ როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები