„ფერადი გზავნილები” – გამოფენა გაიხსნება
11 მარტს, 17:00 საათზე, სახვითი ხელოვნების მუზეუმში არტ მეგობრების გამოფენა „ფერადი გზავნილები” გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება137 მხატვრის ნამუშევრები.
„მნახველებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ და სურვილის შემთხვევაში,შეიძინონ ქართველი ხელოვანების მიერ სპეციალურად, ამ გამოფენისთვის შექმნილი ტილოები.
გამოფენა ჩატარდება 2 ეტაპად: პირველი ეტაპი გაიმართა 8-9 მარტს, მეორე ეტაპი 11-12 მარტს მოიცავს. ღონისძიების ორგანიზატორია სოფიო ქიზიყურაშვილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მის: რუსთაველის გამზირი №7.