დიმიტრი ხუნდაძე: ის, რომ საქართველოში ღირსება, კულტურა და ტრადიციები კუჭზე არ გადის და არ იყიდება, ესეც ჩვენი საზოგადოების მახასიათებელია

სოციალური თემატიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის, რომ საქართველოში ღირსება, კულტურა და ტრადიციები კუჭზე არ გადის და არ იყიდება, ესეც ჩვენი საზოგადოების მახასიათებელია, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას  განაცხადა.

„ოპოზიციის უდიდესი ნაწილი არათუ თავის პოზიციას აფიქსირებს, არამედ ახლა დაუპირისპირა მას სოციალური თემატიკა, რომ თითქოს, ახლა საზოგადოებას ამაზე [ლგბტ პროპაგანდაზე] ფიქრის დრო არ აქვს და მისთვის პრიორიტეტია სოციალური თემატიკა. რა თქმა უნდა, ეს თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის, რომ საქართველოში ღირსება, კულტურა და ტრადიციები კუჭზე არ გადის და არ იყიდება, ესეც ჩვენი საზოგადოების მახასიათებელია“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები