გივი მიქანაძე: აღმოჩნდა, რომ „თბილისი პრაიდი“ ერთ-ერთი ის დაჯგუფებაა, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებს შესაბამის დავალებებს კარნახობს

“აღმოჩნდა, რომ „თბილისი პრაიდი“ არის ერთ-ერთი ის დაჯგუფება, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებს შესაბამის დავალებებს, კონკრეტულ მითითებებს და ინსტრუქციებს კარნახობს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გაცხადებულად ჩანს კონკრეტული ადამიანები თუ რა მიზანს ემსახურებიან.

„ამ განცხადებაში იკვეთება, რომ შარშანდელი დესტრუქციული არეულობების მცდელობებიც მათი ორგანიზაციული კონტექსტის შემადგენელი ნაწილია და ეს ყველაფერი მიუთითებს იმ გეგმაზომიერ, მიზანმიმართულ მოქმედებებზე, რომელიც ამ ადამიანებისგან საზოგადოებას აღარ უკვირს, თუმცა უკვე გაცხადებულად ჩანს ეს ადამიანები რა მიზანს ემსახურებიან და როგორ მოქმედებენ“, – აღნიშნა მიქანაძემ.

ცნობისთვის, „ქრონიკის” ინფორმაციით, ოპოზიციის აქვს სტრატეგია, რომელსაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე პარტიები მიჰყვებიან და რასაც „თბილისი პრაიდი“ საერთაშორისო პარტნიორებთან ათანხმებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები