ალუდა ღუდუშაური: ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი გულმავიწყია და ვერ შეაფასებს იმას, თუ ვის წარმოადგენს გვარამია, ან გედი ფოფხაძე
“ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი რუპორი და აპოლოგეტი გვარამია ხალხს სთავაზობს, რომ თურმე გედი ფოფხაძე ქართული პოლიტიკისთვის სიახლე ყოფილა”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ იცის ვის წარმოადგენენ ნიკა გვარამია და გედევან ფოფხაძე.
“მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება არის ბრძენი, მათ კი ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი არის გულმავიწყი და ვერ შეაფასებს მოვლენებს, თუ ვის წარმოადგენს გვარამია ან გედი ფოფხაძე. არანაირი სიახლე მათში არ არის, ესენი „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატები და მათი ინტერესების გამტარებლები არიან“, – აცხადებს ღუდუშაური.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას გუნდ „ახალს”, ახალი წევრები შეემატა, მათ შორისაა გედევან ფოფხაძეც.