მეცნიერებმა ეროვნული დოქტრინის პროექტი პარლამენტის თავმჯდომარეს გადასცეს

7 მარტს, პარლამენტში, ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ხსოვნასთან დაკავშირებულ საღამოზე, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის პროექტის ავტორ-მეცნიერთა დიდი ჯგუფის სახელით, „მეცნიერთა კონგრესის“ წევრმა, პროფესორმა მურმან კვარაცხელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, გადასცა დოქტრინის პროექტის რამდენიმე ეგზემპლარი და წერილი, რომელშიც გამოთქმულია თხოვნა დოკუმენტის პარლამენტში, კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე  განხილვის თაობაზე.

„ჩვენ, „ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის“ პროექტს შეგნებულად გადმოგცემთ პარლამენტში, ჟიული შარტავას 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ვფიქრობთ, რომ ამ დოკუმენტში თაობათა განწყობაა მოცემული. მოცემულია ის, რა იდეებისთვის ბრძოლასაც შეეწირნენ ჟიული შარტავა, მისი მეგობრები, ათასობით ახალგაზრდა. ჩვენ, მეცნიერებმა, სწორედ ამ განწყობით, შევქმენით „ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა“ და სწორედ ამ განწყობით, ვთავაზობთ მის განხილვას სახელისუფლებო წრეებს, მეცნიერებს, საზოგადოებას, ჩვენი ქვეყნის მეგობრებს მთელ მსოფლიოში.“ – ნათქვამია მეცნიერთა მიმართვაში პარლამენტის თავმჯდომარისადმი.

უახლოეს დღეებში, ეროვნული დოქტრინის პროექტი თანმხლები წერილით, გადაეცემა საქართველოს პრემიერ – მინისტრს ირაკლი კობახიძეს.

მომავალი კვირიდან პროექტი დაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, დარგობრივ აკადემიებს, ყველა უმაღლეს სასწავლებელს, ინფორმაციას მეცნიერთა კონგრესის პრესცენტრი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები