მამუკა მდინარაძე: „პრაიდი“ ფარად აეფარა რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ვათქმევინეთ ერთი სიტყვა, რომ ლგბტ პროპაგანდა არის ცუდი

“პრაიდი“ ფარად აეფარა რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ვათქმევინეთ ერთი სიტყვა, რომ ლგბტ პროპაგანდა არის ცუდი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, არატრადიციული ცხოვრების წესი იქნება თუ ნებისმიერი სხვა საკითხი, უფლებების დაცვა კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა ავიდეს, ამავდროულად, უნდა უზრუნველვყოთ მომავალი თაობებისა და საზოგადოების დაცვა ლგბტ და ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მავნე შედეგებისგან.

„პრაიდი“ ფარად აეფარა რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ვათქმევინეთ ერთი სიტყვა – რომ ლგბტ პროპაგანდა არის ცუდი, რომ ნებისმიერი განსხვავების და არატრადიციული ცხოვრების წესის მიუხედავად, უფლებების დაცვა არათუ კარგია, უპირობო ამოცანაა. ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ რადიკალიზმის ყოველგვარი რისკი ან ერთი, ან მეორე მხრიდან – ულტრაკონსერვატიული თუ ულტრალიბერალური მიმართულებიდან, მაგრამ ვინც კი რეალურად ფიქრობს ამ ქვეყნის მომავალსა და ჩვენს შვილებზე, ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ, ერთი მხრივ, არატრადიციული ცხოვრების წესი იქნება თუ ნებისმიერი სხვა საკითხი, უფლებების დაცვა კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა ავიდეს. ამავდროულად, უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი მომავალი თაობებისა და საზოგადოების დაცვა ლგბტ და ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მავნე შედეგებისგან. ეს მიდგომა სწორია, კარგია თუ არ არის კარგი, ამაზე პასუხი ვერ გაგვცეს დღემდე. ერთადერთი, რაც მათ ფარად აიფარეს, ეს იყო პარტნიორებთან და დონორებთან „პრაიდის“ მიერ გაგზავნილი წერილი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები