მაკა ბოჭორიშვილი: შეიძლება ვიფიქროთ, რომ ოპოზიციური პარტიები, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ ეძებს საკითხებს, რომელიც ვთქვათ, უფრო ახლოს იქნება ამომრჩეველთან
შეიძლება ვიფიქროთ, რომ ოპოზიციური პარტიები, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ ეძებს ისეთ საკითხებს, რომელიც ვთქვათ, უფრო ახლოს იქნება ამომრჩეველთან. ეს არის საფარველი იმ მიზნების და გეგმების, რაც მათ აქვთ საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ქართველი ამომრჩეველი ამით არ მოტყუვდება.
„შეიძლება ვიფიქროთ, რომ ოპოზიციური პარტიები, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ ეძებს ისეთ საკითხებს, რომელიც ვთქვათ, უფრო ახლოს იქნება ამომრჩეველთან, ან უფრო მეტად აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს, თუმცა მათი მხრიდან ამგვარი საკითხებით შეფუთვა მთავარი მიზნების, ან მთავარი საფუძვლის, რაც მათ პარტიას აქვს, ალბათ შეუძლებელი იქნება. ქართველი ამომრჩეველიც ამით არ მოტყუვდება, რომ ის საკითხები, ვითომ რასაც წევენ დღეს, აწუხებთ მათ. ეს არის საფარველი იმ მიზნების და გეგმების, რაც მათ აქვთ საქართველოს წინააღმდეგ“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.