დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანს შეხვდა

დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანს შეხვდა, ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ავრცელებს.

დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე ვიქტორ ორბანი Heritage Foundation-ში, კონსერვატიულ ანალიტიკურ ცენტრში სიტყვით გამოვიდა.

ოჯახების მხარდაჭერა, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვა. ეს ევროპისა და აშშ-ის კონსერვატიულ ძალებს შორის თანამშრომლობის საერთო საფუძველია“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი X-ზე.

ვიქტორ ორბანმა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის ვიდეოკადრები გამოაქვეყნა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა და დონალდ ტრამპმა უნგრეთისა და აშშ-ის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის ძლიერი და უსაფრთხო საზღვრების მნიშვნელობა. დონალდ ტრამპისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრის შესახებ კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც გააკეთა.

„იცით, ვის ხვდება დღეს მარ-ა-ლაგოში? ორბანს უნგრეთიდან, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ დემოკრატია არ მუშაობს, იგი დიქტატურისკენ ისწრაფვის“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები