გივი მიქანაძე: ბაია პატარაიასთვის ღირსების ორდენის გადაცემით სალომე ზურაბიშვილი ახალისებს იმ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ პროპაგანდას, რომლითაც ბაია პატარაია არის ცნობილი საზოგადოებისთვის

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ორგანიზაცია „საფარის“ დირექტორის, ბაია პატარაიასთვის ღირსების ორდენის გადაცემით სალომე ზურაბიშვილი ახალისებს იმ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ პროპაგანდას, რომლითაც ბაია პატარაია არის ცნობილი საზოგადოებისთვის.

„ბაია პატარაია საზოგადოებისთვის ცნობილია თავისი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული რიტორიკით და განცხადებებით. სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მისთვის ღირსების ორდენის გადაცემა არის პირდაპირი გზავნილი, რომ სალომე ზურაბიშვილი ახალისებს ამ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ პროპაგანდას. ღირსების ორდენი გადაეცა ამ ადამიანს და, ამავდროულად, ღირსების ორდენი აქვს მიღებული ჩვენს მართლაც ღირსეულ არაერთ საზოგადო მოღვაწეს“, – აღნიშნა მიქანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორგანიზაცია „საფარის“ დირექტორი ბაია პატარაია ღირსების მედლით დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები