ნინო წილოსანი: თვალნათელია, რომ ოპოზიციას ქვეყნის გარეთაც ჰყავს მოკავშირეები, მაგრამ ისინი ნამდვილად არ წარმოადგენენ კონკრეტულ ინსტიტუციებს ან ქვეყნებს

თვალნათელია, რომ ოპოზიციას ქვეყნის გარეთაც ჰყავს მოკავშირეები, მაგრამ ეს მოკავშირეები ნამდვილად არ წარმოადგენენ კონკრეტულ ინსტიტუციებს ან ქვეყნებს, რადგან ჩვენ ვიცით ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა საქართველოს, ჩვენი ხელისუფლებისა და, ზოგადად, ჩვენი პოლიტიკის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, ნინო წილოსანმა მედიასთან განაცხადა.

„ნათლად ჩანს მათი მოკავშირე ფინანსური დანახარჯების შედეგად გატარებული პოლიტიკა. „ფარას“ დოკუმენტებიდან მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ აგორებული ფეიკ-კამპანიით, ცრუ ინფორმაციებითა და სტატიებით, ისინი მიხეილ სააკაშვილს კი არ ადვოკატირებდნენ, მთლიანად ქვეყნის დისკრედიტაციას ახორციელებდნენ. ამ სტატიებსა და პუბლიკაციებს მსოფლიოში არაერთი მნიშვნელოვანი სუბიექტი ეცნობა, ამიტომ ეს ყველაფერი ქვეყნის რეპუტაციას დიდი ზიანს აყენებდა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები