მიხეილ სარჯველაძე – „ვეტინგზე“: მთელი ამ მცდელობების მიზანი არის ის, რომ ოპოზიციამ სასამართლოს ხელისუფლებაში ხელის ფათური შეძლოს

მთელი ამ მცდელობების მიზანი არის ის, რომ სასამართლოს ხელისუფლებაში ხელის ფათური შეძლოს ოპოზიციამ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც “ვეტინგის” შესახებ ოპოზიციის ინიციატივას გამოეხმაურა.

„საფრთხეს რომ შეიცავს, ეს მაგალითად ვენეციის კომისიის დასკვნაშიც წერია, რომელმაც იმსჯელა ალბანეთში ჩატარებულ იგივე ღონისძიებებთან დაკავშირებით. ალბანეთს რომ გაევლო 4 ტალღა რეფორმებისა, მერწმუნეთ, რომ “ვეტინგის” საჭიროება იქ არ დადგებოდა.

ეს სინამდვილეში გახლავთ სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებების რევიზია და არა “ვეტინგი”. შეგვიძლია, დასკვნა გამოვიტანოთ, რომ მთელი ამ მცდელობების მიზანი არის ის, რომ სასამართლოს ხელისუფლებაში ხელის ფათური შეძლოს ოპოზიციამ“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები