კულტურის სამინისტრო თეატრისა და კინოს მსახიობს – ლია კაპანაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს

კულტურის სამინისტრო თეატრისა და კინოს მსახიობს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ლია კაპანაძეს, 90 წლის იუბილეს ულოცავს, უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და წარმატებულ საქმიანობას.
ლია კაპანაძე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ჯერ – რუსთაველის თეატრის, შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. 1985 წლიდან დღემდე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია. მან საინტერესო სცენური სახეები შექმნა ამ თეატრის სპექტაკლებში: „საქმე“, „წუთისოფელი ასეა“, „კილი და დუ“, „დედა“, „ეროვნული ჰიმნი“, „სამეფო ოჯახი“, „ზვავი“, „7 პ.პ.“, „ჰამლეტი/მანქანა“ და სხვა.
ლია კაპანაძის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კინემატოგრაფს. იგი ქართული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. 1980 წელს დაიწყო მუშაობა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ და ამ ხნის მანძილზე არაერთი მკაფიო ინდივიდუალობით, დახვეწილი პროფესიონალიზმით, ზომიერი გამომსახველობითი საშუალებებით აღბეჭდილი პერსონაჟი შექმნა ფილმებში: „ზღვის შვილები”, „დიდი მწვანე ველი”, „ფერისცვალება”, „სემირამიდას ბაღები”, „როცა აყვავდა ნუში”, „არ დაიჯერო, რომ აღარ ვარ”, „დათა თუთაშხია”, „ძახილი”, „მშობლიურო ჩემო მიწავ”, „კუკარაჩა”, „რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა”, „მარტოხელა მონადირე”, „ბოდვა”, „ბედნიერება” და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები