შალვა პაპუაშვილი: ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს.

“ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ვემზადებით ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე.

დღეს ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში ორი მიზეზის გამო: ერთი, აქედანვე უკვე ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კლონები ბოიკოტს გამოუცხადებენ არჩევნების შედეგებს და არ აღიარებენ. ისევე, როგორც არ აღიარეს 2012-ის, 2016-ის, 2020 წლის არჩევნები და მხოლოდ ზეწოლის შემდეგ აღიარეს. აქაც, დარწმუნებული ვართ და ვხედავთ ყველა ნიშანს, არ აღიარებენ ამას. ამიტომ მნიშვნელოვანია, იყოს ზე მყარი უმრავლესობა პარლამენტში, რომ რაიმე კითხვის ნიშნის საბაბიც კი არ ჰქონდეს ვინმეს პარლამენტთან დაკავშირებით.

მეორე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მანდატის მიცემა „ქართული ოცნებისთვის“ ქართველი ხალხის ინტერესშია იმიტომ, რომ ეს იქნება მყარი გზავნილი ყველას მიმართ, ქვეყნის შიგნით და გარეთ – ქართველი ხალხი კედლად დგას საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და არავის მისცემს შესაძლებლობას, ეს ქვეყანა შეიყვანოს ომში, ეკონომიკურ კატასტროფაში და უკან დახიოს დეკადებით, რაც გვექნებოდა ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კლონები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები