ჯანსუღ კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

7 მარტს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ  ცენტრში  მაესტრო ჯანსუღ კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, შესრულდება ვახტანგ კახიძის „რეკვიემი“ და კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:
თბილისის სიმფონიური ორკესტრი; საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, არჩილ უშვერიძის ხელმძღვანელობით.
სოლისტები:
გაბრიელ ჩომახაშვილი, სალომე კვალიაშვილი, ქეთევან ქართველიშვილი, ანა უსტიაშვილი, სალომე მაკარიძე, გედევან ჯინჭარაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ბადრი ჩიხიაშვილი, ლუკა წიკლაური, გიორგი ნატროშვილი, მერაბ სამყურაშვილი.
დირიჟორი – ვახტანგ კახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები