თბილისსა და რეგიონებში კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშესაწყობად კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

დღეს, 7 მარტს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს – „კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში”. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი კონკურსის ბიუჯეტი 160 000 ლარია და მისი მიზანია კლასიკური მუსიკალური და საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია; საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა და საშემსრულებლო ანსამბლების/საბალეტო დასების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; საშემსრულებლო და შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა და შემოქმედებითი პროცესების გააქტიურება; რეგიონებში კულტურული პროცესების წახალისება.

“ინფორმაციისთვის: აღნიშნულ კონკურსს სამინისტრო 2021 წლიდან აცხადებს; 2021 წელს საკონკურსო ბიუჯეტი გახლდათ 275 000 ლარი, შემოსული 20 საკონკურსო განაცხადიდან დაფინანსდა რვა პროექტი. 2022 წელს საკონკურსო ბიუჯეტი შეადგენდა 220 000 ლარს და შემოსული 20 განაცხადიდან გაიმარჯვა ცხრა პროექტმა. 2023 წელს კონკურსისთვის გამოყოფილი 160 000 ლარით დაფინანსდა შვიდი პროექტი 16 შემოსული განაცხადიდან.

საკონკურსოდ მიიღება პროექტები, რომლებიც კლასიკური მუსიკის კონცერტების ჩატარებასა და საბალეტო წარმოდგენების გამართვას უწყობს ხელს სხვადასხვა საჭირო ხარჯით. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.

კონკურსში შესაძლოა უპირატესობა მიენიჭოს პროექტს: რომლის წარმომდგენ პირს აქვს ფილარმონიული საქმიანობის ან კლასიკური მუსიკისა და საბალეტო პროექტების განხორციელების გამოცდილება; რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი, საინტერესო პროგრამითა და მონაწილეებით; რომელსაც აქვს თანადაფინანსება.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 7 მარტიდან 2024 წლის 18 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. №4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციების მიღება შეგეძლებათ სამინისტროს ცხელი ხაზის მეშვეობით, ტელ.: 032 2 022229 ან 599 79 10 18, სამუშაო საათების განმავლობაში.

ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 28 მარტისა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ” და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:

დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu

ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls

საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/Fw1gKR6u”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები