გოგი მეშველიანმა პარლამენტში მოსწავლეებს უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი პარლამენტის სასახლეში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

აღნიშნულ შეხვედრაზე მათ ისაუბრეს პარლამენტის როლზე სახელმწიფო მართვის სისტემაში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და საკანონმდებლო საქმიანობას გაეცნენ.

„ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ მათ ინტერესი გამოიჩინეს მიმდინარე პროცესებისადმი და დამისვეს საინტერესო კითხვები“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა

გოგი მეშველიანმა შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა – ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას, მერიის ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე გუნდს, მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურს, საქართველოს პარლამენტის აპარატს და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები