გერმანიაში გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომელიც მიიჩნევს, რომ უკრაინას Taurus-ის სისტემა არ უნდა მიაწოდონ

გერმანიის მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ უკრაინას ფრთოსანი რაკეტები – Taurus არ უნდა გაუგზავნონ და ამ ჭრილში კანცლერის, ოლაფ შოლცის პოზიციას იზიარებენ.

მეტიც, dpa-ს დაკვეთით კვლევის ინსტიტუტის YouGov-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვა აჩვენებს, რომ ასეთი ადამიანების რიცხვი გაზრდილია.

გამოკითხულთა მხოლოდ 28% უჭერს მხარს კიევისთვის ამ სისტემის მიწოდების იდეას, 58% წინააღმდეგია, 14%-ს პასუხის გაცემა უჭირს.

გამოკითხვა 1-ელი მარტიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩატარდა, გამოიკითხა 2169 გერმანელი.

Neue Zürcher Zeitung-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდრეს ფოგ რასმუსენმა Taurus-ის საკითხსაც შეეხო და ისურვა, რომ ოლაფ შელცს მეტი გაბედულობა გემოეჩინა. მისი თქმით, “ომის დროს თქვენ ვერ იხელმძღვანელებთ საზოგადოებრივი აზრით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები