გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციის ამომრჩევლის უმრავლესობას, სხვათა შორის, რეალობის აღქმის უნარი აქვს, იმიტომაცაა, რომ ოპოზიციაში ხმას ვერ იღებენ
„ოპოზიციის აზროვნება ვერ მიდის იმის იქით, თუ რას იტყვის ბატონი, მათი ბატონი, უცხოური ძალა. ხომ გახსოვთ, რა თქვეს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებისას, ორ ბატონს როგორ ვემსახურებითო? რას ნიშნავს ორ ბატონს როგორ ვემსახუროთ – ერთი ბატონი ჰყავთ უკვე?”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ამომრჩეველთა უმრავლესობას რეალობის აღქმის უნარი აქვს.
,,ოპოზიციის ამომრჩევლის უმრავლესობას, სხვათა შორის, რეალობის აღქმის უნარი აქვს. იმიტომაცაა, რომ ოპოზიციაში ხმას ვერ იღებენ, ვერ ამბობენ ვერაფერს და მხოლოდ იმას იძახიან, რა დროს ლგბტ პროპაგანდააო, აგერ პედოფილია გახშირდაო. პედოფილია სისხლის სამართლის დანაშაულია, დასჯადია და მეტი რა გავაკეთოთ? ვინმე პროპაგანდას ეწევა? ლგბტ პროპაგანდა კი, არ არის აკრძალული და ამას ახლა ავკრძალავთ. გამოვიდნენ და თქვან, თუ ამის რესურსი აქვთ, რომ ემხრობიან ამ ინიციატივას, თუ არა, ჩვენ ვიტყვით პირდაპირ, რომ ისინი არიან ლგბტ პროპაგანდის გავრცელების მხარდამჭერები,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.