მიეცემა თუ არა დონალდ ტრამპს პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება – უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

აშშ-ის უზენაესი სასამართლო დღეს, 4 მარტს გამოაცხადებს, მიეცემა თუ არა ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

ამ დროისთვის, ტრამპს კენჭისყრაში მონაწილეობაზე კოლორადოს შტატის მოსამართლემ უთხრა უარი.

საქმე ეხება 2021 წლის იანვრის მოვლენებს, როდესაც დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა და მისი მომხრეები კონგრესში შეიჭრნენ.

აშშ-ის უზენაეს სასამართლოში თქვეს, რომ რაღაც გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ, თუმცა, არ არის დაკონკრეტებული მისი შინაარსი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს დაკავშირებულია ტრამპის იმუნიტეტთან.

უკვე ხვალ, 5 მარტს შეერთებულ შტატებში ე.წ. სუპერ სამშაბათია, როდესაც ორივე პარტიის პრაიმერი და კოკუსები 15 შტატში გაიმართება.

ტრამპი რესპუბლიკელთა ნომინაციაში ლიდერობს, თუმცა, მას კონკურენტად მხოლოდ ნიკი ჰეილი შერჩა, დანარჩენებმა კანდიდატურები იანვარში, პირველივე შტატებში დამარცხების შემდეგ მოხსნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები