გია ვოლსკი: პოლარიზაციის შემოქმედნი დღეს კოალიციურ მთავრობაზე საუბრობენ ისე, რომ თვითონ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ ან კოალიციურ მთავრობაში, ან მცირე ჯგუფით პარლამენტში შემოსვლის
“პოლარიზაციის, დაპირისპირების შემოქმედნი დღეს კოალიციურ მთავრობაზე საუბრობენ ისე, რომ თვითონ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ ან კოალიციურ მთავრობაში, ან მცირე ჯგუფით პარლამენტში შემოსვლისა, ერთი კაცით მაინც”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ თითქოს კოალიციური მთავრობა პოლარიზაციას დაასრულებს, ოპოზიციას პოპულარული თემა ჰგონია.
„ზოგი ცდილობს გაემიჯნოს, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე წარსულზეა საუბარი, მაგრამ ვერ ემიჯნებიან, იმიტომ, რომ არც პიროვნულად და არც საქმით, ისინი ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან. აქედან გამომდინარე, ვინც ვერ ლახავს ბარიერს, ვერ გადალახავს ვერასდროს და ვინც ვერ ხედავს თავის თავს ამ სიაში, რომელიც „ნაცმოძრაობას” წარმოადგენს ისინი დღეს კოალიციურ მთავრობაზე საუბრობენ, ვინაიდან იციან, რომ სადღაც შეიძლება პოპულარული იყო ეს თემა, რომ კოალიციური მთავრობა თურმე დაამთავრებს ამ პოლარიზაციას.
პოლარიზაციის, დაპირისპირების შემოქმედნი დღეს კოალიციურ მთავრობაზე საუბრობენ ისე, რომ თვითონ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ ან კოალიციურ მთავრობაში, ან მცირე ჯგუფით პარლამენტში შემოსვლისა, ერთი კაცით მაინც”, – განაცხადა ვოლსკიმ.