ბექა დავითულიანი: განურჩევლად ყველა იდენტობისა, მოქალაქეს ამ ქვეყანაში თავი უნდა მიაჩნდეს დაცულად
მმართველი გუნდის წევრმა, ბექა დავითულიანმა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა მოქალაქე, იდენტობის მიუხედავად, ქვეყანაში თავს დაცულად უნდა გრძნობდეს.
“განურჩევლად ყველა იდენტობისა, ადამიანს, მოქალაქეს ამ ქვეყანაში თავი უნდა მიაჩნდეს დაცულად და ყველანაირად სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს, რომ დაიცვას. რაც შეეხება მეორე მხარეს – პროპაგანდის ნაწილს, აქაც – ესეც უფლებების დაცვის ნაწილია, რომ მაგალითად არასრულწლოვნებში როგორ უნდა გაიარო ზღვარზე ისე, რომ არ მოხდეს მათ ფსიქიკაზე რაღაც ზეგავლენა და თან მეორეს მხრივ – სხვა ადამიანის, რომელიც თავს მიაკუთვნებს რომელიმე სხვა სექსუალურ იდენტობას, არ მოხდეს მათი უფლებების დარღვევა. აი აქ ოქროს შუალედში უნდა გაიაროს ნებისმიერმა, ვინც ამ კანონს შექმნის”, – აცხადებს დავითულიანი.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან” დაიცავს.