მიხეილ სარჯველაძე: ვაპირებთ ისეთი რამის შეთავაზებას საზოგადოებისთვის, რომელიც იქნება დამცავი ნებისმიერი უარყოფითი შედეგისგან, რომელიც შეიძლება, უკავშირდებოდეს LGBT პროპაგანდას

“ჩვენ ვაპირებთ ისეთი რამის შეთავაზებას საზოგადოებისთვის, რომელიც იქნება, ერთი მხრივ, დამცავი ნებისმიერი უარყოფითი შედეგისგან, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს LGBT პროპაგანდას, მეორე მხრივ – ეს უნდა იყოს ისეთი რეგლამენტაცია, რომელიც არ დაუპირისპირდება ფუნდამენტურ უფლებებს, რომელიც გარანტირებული ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია პროცესში მონაწილეობისგან თავის არიდებას ცდილობს.

“პრაქტიკულად აღიარებდნენ, რომ უბრალოდ ეშინიათ, რომ ამ დისკუსიაში ჩაერთონ, რომელიც ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობისთვის არის დაკავშირებული ბევრ კითხვის ნიშანთან, ბევრ უარყოფით დამოკიდებულებასთან, აქვთ გარკვეული განწყობები და შიშებიც საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით, რომელსაც სჭირდება რეგლამენტირება.

ჩვენ ვაპირებთ ისეთი რამის შეთავაზებას საზოგადოებისთვის, რომელიც იქნება ერთის მხრივ დამცავი ნებისმიერი უარყოფითი შედეგისგან, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს LGBT პროპაგანდას, მეორეს მხრივ – ეს უნდა იყოს ისეთი რეგლამენტაცია, რომელიც არ დაუპირისპირდება ფუნდამენტურ უფლებებს, რომელიც გარანტირებული ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით.

როგორც ჩანს ამის საწინააღმდეგო აქვს რაღაც ჩვენი ქვეყნის ოპოზიციას. ისინი ცდილობენ, რომ აირიდონ ამ პროცესში მონაწილეობა იმიტომ, რომ ეთაკილებათ მოსახლეობას პირდაპირ უთხრან, რომ რაც მოსახლეობისთვის საინტერესოა, ის მათთვის არ არის საინტერესო. ეს ძალიან მძიმე მოცემულობას განაპირობებს და ასეთი დამოკიდებულებების გამოა, რომ სულ უფრო და უფრო კლებადია ოპოზიციის მიმართ ნდობა საზოგადოებისა”, – აცხადებს სარჯველაძე.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან” დაიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები