მცხეთის მერმა არჩილ ტატუნაშვილის დედას დედის დღე მიულოცა

3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა – დიმიტრი ზურაბიშვილმა რუსული საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლ არჩილ ტატუნაშვილის დედას დედის დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა – ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.

“მინდა, მივულოცო ყველა დედას დღევანდელი დღესასწაული – დედის დღე! ვუსურვებ თითოეულ მათგანს ჯანმრთელობას, სიკეთეს და დიდხანს სიცოცხლეს. დღეს ჩვენ დედის დღე მივულოცეთ ქალბატონ რუსუდან ტატუნაშვილს, გმირი შვილის აღმზრდელ დედას. შვილის, რომლის სიცოცხლეც საკუთარი ქვეყნის ღირსებას შეეწირა”, – განაცხადა დიმიტრი ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები