მიხეილ სარჯველაძე – ოპოზიციაზე: ბარიერის გადალახვის ძალიან სერიოზული პრობლემა აქვთ
მმართველი გუნდის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციას საარჩევნო ბარიერის გადალახვის სერიოზული პრობლემა აქვს.
„ერთი რამ კანონზომიერებასავით თვალსაჩინოა, ძალიან სერიოზული პრობლემა აქვთ ბარიერის გადალახვის. პრაქტიკულად, უკლებლივ ყველას, “ნაციონალური მოძრაობის” ჩათვლით, რომელსაც აქვს პრობლემა იმ გაცუდებული რეპუტაციის გამო, რომელიც, მათ შორს ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში დაემართათ. იმავდროულად ეს მსხვრევის პროცესი, რომელიც თანმდევი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაში მოღვაწეობისა, რა თქმა უნდა, სერიოზულ საფრთხეებს უქმნის ამ პარტიას.
რაც შეეხება გაერთიანებას, ამას აქვს სერიოზული წინააღმდეგობები და ეს არ არის მარტივი პროცესი. როდესაც მიდგება საქმე კონკრეტული სიების შედგენაზე, რა თქმა უნდა, პრობლემურია. მეორე პრობლემური საკითხი, რაც არის ამ გაერთიანების ხელისშემშლელი, შეიძლება იყოს იდეოლოგიური პოზიციების საერთოდ არარსებობა. მთავარი, აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ უზარმაზარი ნეგატიური ფაქტორია იყო “ნაცმოძრაობა”, ან იყო “ნაცმოძრაობის” ნამსხვრევი. არ არის მარტივი, იმიტომ, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა მოჰყვება იმას, რაც არის “ნაციონალობა” ან ყოფილი “ნაციონალობა”, – განაცხადა სარჯველაძემ.