ირაკლი ქადაგიშვილი: დამწყებ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირდაპირ მიდის იმის პროპაგანდა, რომ სქესი შეგიძლია, თავად აირჩიო – საზოგადოებაში ძალიან დიდი შეშფოთებაა

მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ოპოზიციას არ ჰყოფნის სიმამაცე, რომ პრობლემას პრობლემა უწოდოს და მის მოსაგვარებლად სოლიდარობა გამოიჩინოს.

“საბავშვო ბაღებში, დამწყებ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირდაპირ მიდის იმის პროპაგანდა, რომ სქესი შეგიძლია, თავად აირჩიო. ჩვენ ამის კონკრეტულ გამოხატულებებს ვუყურებთ უამრავ შემთხვევაში და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი შეშფოთება.

ოპოზიციას არ ჰყოფნის არანაირი სიმამაცე, რომ თქვას, ეს არის პრობლემა და ამ პრობლემის გადაწყვეტაში მოდით ვიყოთ სოლიდარულები“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან” დაიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები